თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაიწყო მშვიდობიანი აქცია სახელწოდებით „მე მახსოვს 7 ნოემბერი“, რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაციები მართავენ.
მისი მიზანია, შეახსენოს მოსახლეობას 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია საპროტესტო აქცია ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის, აკუსტიკური ტექნიკისა და ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციისა და სპეცრაზმის გამოყენებით.