ორიგინალური იდეები და არასტანდარტული მიდგომა: თბილისი კონფერენცია TEDx-ს უმასპინძლებს

© FB / TEDxTbilisiკონფერენცია TEDx თბილისში
კონფერენცია TEDx თბილისში - Sputnik საქართველო
კონფერენციის სპიკერების ვინაობა ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდება ცნობილი

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. რიგით მეექვსე კონფერენცია TEDxTbilisi გაიმართება 1 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გზა გაიყვანონ თუ ხე დარგონ - ამას თბილისელები თავად აირჩევენ >>

თბილისში შავი და კასპიის ზღვების რეგიონებიდან ნავთობის მოპოვებისა და ტრანსპოტირების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
შავი და კასპიის ზღვები: თბილისში რეგიონული კონფერენცია გაიხსნა

TED (technology, entertainment, design) - ამერიკული კერძო არაკომერციული ფონდია, რომელიც ცნობილია თავისი ყოველწლიური კონფერენციებით, რომელთა მიზანია უნიკალური იდეების გავრცელება. თემები საკმაოდ ვრცელია - მეცნიერება, ხელოვნება, დიზაინი, პოლიტიკა, კულტურა, ბიზნესი, გლობალური საკითხები, ტექნოლოგია და გართობის სფერო.

TEDx — პროექტი TED-ი, რომელიც ცალკეულ ადამიანებს ან ჯგუფებს სხვადასხვა ქვეყნებში, ქალაქებში, უნივერსიტეტებში TED-ის სტილში დამოუკიდებელი კონფერენციების მოწყობის შესაძლებლობას აძლევს.

თბილისში გამართული წლევანდელი ღონისძიება მოიცავს ფორუმის ორ ასაკობრივ კატეგორიას - ზრდასრულ და ახალგაზრდა სპიკერებს. სპიკერების სია და განსახილველი თემები ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდება ცნობილი. ბილეთები უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი ვებგვერდზე www.tkt.ge.

სხვადასხვა წლებში TEDxTbilisi-ს სპიკერები იყვნენ მწერალი და პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი, კომპანია TBC Holding-ის ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური