თბილისელმა ახალგაზრდებმა, ერთ-ერთი ახალგაზრდული კლუბის მხარდაჭერით, „ზომბების მსვლელობა“ მოაწყვეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები აქციიდან.

ზომბების მსვლელობა-აღლუმები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იმართება. თბილისში კი მსგავსი აქცია პირველად ჩატარდა

„ზომბების აღლუმში“ მონაწილეობის სურვილი „ფეისბუქით“ ასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, მაგრამ მხოლოდ ათამდე კაცი მივიდა

„მონსტრებმა“ მსვლელობისთვის სოლოლაკის წყნარი ქუჩები აირჩიეს

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აღლუმი სუფთა ჰაერის ლოზუნგით ჩატარდა და ზოგმა „ზომბმა“ შესაბამისი ტრანსპარანტიც გამოფინა

გამომდინარე იქიდან, რომ აღლუმზე ცოტა „მონსტრი“ მივიდა, მსვლელობის მარშრუტი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თავდაპირველად დაგეგმილისგან

თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის პროსპექტის ნაცვლად, ზომბებმა ძველი თბილისის რამდენიმე ქუჩაზე გაიარეს

„ზომბების აღლუმის“ სანახავად ხალხი გზისპირა კაფეებსა და რესტორნებში მოკალათდა, ზოგი კი ქუჩაშიც გამოვიდა

მსვლელობა მცირერიცხოვანი, მაგრამ გამორჩეული იყო

ვიღაცეები ჩუმად უღებდნენ ფოტოებს მონსტრებს, შესაძლოა, ეშინოდათ...

ქართველი ახალგაზრდებისთვის „ზომბების აღლუმი“ უბრალო გართობაა, მასკარადია, რომელიც შესაძლოა დამკვიდრდეს კიდეც და ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორიც ჰელოუინია ამერიკაში

ქართველი ახალგაზრდებისთვის „ზომბების აღლუმი“ უბრალო გართობაა, მასკარადია, რომელიც შესაძლოა დამკვიდრდეს კიდეც და ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორიც ჰელოუინია ამერიკაში

12/12
© photo: Sputnik
„მონსტრებმა“ სააღლუმე კოსტიუმები თავად დაიმზადეს