გორში მოკლული გოგონას ახლობლებმა მდუმარე აქცია გამართეს

© SPUTNIK / DENIS ASLANOVსასტიკად მოკლული ნანა ბერიაშვილის გასვენება
სასტიკად მოკლული ნანა ბერიაშვილის გასვენება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულის ტელეფონიდან გოგონას წამების ამსახველი უმძიმესი კადრებია ამოღებული

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. გორში მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გორის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობასთან მდუმარე აქცია გამართეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გარდაცვლილი სკოლის მოსწავლე ნანა ბერიაშვილი 25 ოქტომბერს იპოვეს. მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. შსს-ს ინფორმაციით, გოგონა 34 წლის იაგო ნებიერიძემ მოკლა, რომელიც მოკლული ბავშვის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

ზვიად ქორიძე - Sputnik საქართველო
8 წლის გოგონას მკვლელობა გორში: ბრალდებული პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირია

დღეს ნანა ბერიაშვილის მამა ადვოკატთან ერთად პოლიციის განყოფილებაში ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და მათ გამოძიებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. სხვა მტკიცებულებებს შორის ოჯახის წევრებს უჩვენეს იაგო ნებიერიძის ტელეფონიდან ამოღებულია ვიდეოკადრები, რომელიც გოგონას სიცოცხლის ბოლო წუთებს ასახავს. კადრები უმძიმესია და არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას ასახავს. ჩანაწერში ჩანს, როგორ ცდილობს პატარა ბავშვი 34 წლის კაცისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

სწორედ ამ კადრების ნახვის შემდეგ დაუმძიმდა ბრალი იაგო ნებიერიძეს გარყვნილი ქმედების მუხლით, რომელსაც თავდაპირველად ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს.

გარდაცვლილის ბაბუა გორელებს მხარდაჭერას სთხოვს და მკვლელის გადმოცემას ითხოვს.

ნებიერიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და გამოძიებას ჩვენებას ამ დრომდე არ აძლევს. პოლიცია დაინტერესდება ასევე იმ ბავშვების ფოტოების წარმომავლობით, რომლებსაც ნებიერიძე ტელეფონში ინახავდა.

გორში 8 წლის გოგონა მოკლეს - Sputnik საქართველო
„გვეშინია შვილების გაზრდის": 8 წლის გოგონას მკვლელობამ საქართველო შეძრა

წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

ნებიერიძე საპატიმროში 2008 წელს ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით მოხვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 18 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ვადა 17,4 წლამდე შეუმცირა. გარდა ამისა, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კანონი "ამნისტიის შესახებ" მიიღო, რომლის თანახმად, ნებიერიძის პატიმრობის ვადა 10 წლამდე შემცირდა. 2016 წელს კი კომისიამ პრეზიდენტს ნებიერიძის შეწყალების თაობაზე დადებითი რეკომენდაცია წარუდგინა.

ყველა ახალი ამბავი
0