თბილისმა კიდევ ერთხელ გამართა Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi და თავი მოუყარა მოდის მიმდევრებს მსოფლიოს ქვეყნებიდან. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები ქართველი დიზაინერების ჩვენებიდან.
ახალი Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში დიზაინერებმა 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები წარმოადგინეს.
ჩვენებათა უმეტესი ნაწილი რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ გახსნილ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ტარდება.
გარდა ამისა, დეფილეები გაიმართება ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მწერალთა სახლში, Garden Hall-სა და ერთ-ერთი ქართული ბანკის ოფისშიც კი. კიდევ – კერძო სასტუმროსა და სკოლის შენობაშიც.
Avtandil-ი ერთ-ერთი იყო ქართველ დიზაინერებს შორის, რომლის ჩვენებითაც გაიხსნა მოდის თბილისური კვირეული.
ახალი კოლექციები წარმოადგინეს მოდის სახლმა Vaska-მ, თათუნა ნიკოლაიშვილმა, Liya-მ და ბრენდებმა Mach & Mach და Yashka Moore-მ.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ტრადიციულად ესწრება ათობით უცხოელი სტუმარი, მათ შორის, მოდის კრიტიკოსები, ჟურნალისტები და ბაიერები.
Mercedes-Benz Fashion Week — ეს საერთაშორისო მოდის კვირეულების სერიაა, რომელსაც ორგანიზებას კომპანია Mercedes-Benz უწევს. ის ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში – გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიასა და სხვ.