საზარელი ავარია ჩინეთში: ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა

© AP Photo / Ng Han Guanსასწრაფო დახმარება ჩინეთში
სასწრაფო დახმარება ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სატვირთოს მძღოლმა მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა და 31 ავტომობილს შეეჯახა

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე განსუს პროვინციაში მასშტაბური ავტოავარიის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 44 დაიჭრა, იუწყება РИА Новости სააგენტო Xinhua News Agency-ზე დაყრდნობით.

​

ავარია ჩქაროსნული ტრასის საგადასახადო პუნქტზე ლანჟოუში მოხდა. სატვირთოს მძღოლმა მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა და 31 ავტომობილს შეეჯახა. ბოლო მონაცემებით, ათი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.

სატვირთოს მძღოლის თქმით, ავტომობილს მუხრუჭმა უმტყუნა.

​

პოლიციამ უკვე დააკავა მძღოლი, რომელსაც მსუბუქი ტრავმები აღენიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0