„ზემო ლარსი“ ტურისტული ნაკადის გამო გადატვირთულ რეჟიმში მუშაობს

© Ministry of Finance of Georgiaსაბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“
საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ დღეში 4000 ადამიანზეა გათვლილი, მაგრამ გაზრდილი ტურისტული ნაკადის გამო დღეში საშუალოდ 8,8 ათას ადამიანს ატარებს

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე“ ტურისტული ნაკადი  კიდევ უფრო გაიზრდება რუსეთში 3-5 ნოემბერს დღესასწაულებთან დაკავშირებით, განაცხადა ფედერალური საბაჟო სამსახურის ჩრდილო-ოსეთის სამმართველოს უფროსმა სერგეი ტროცკომ.

დარიალის ხეობაში ახალი გვირაბი გაიხსნა >>

აღნიშნული საკითხი განიხილებოდა რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, ტაიმურაზ ტუსკაევის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე.

„რუსეთიდან ტურისტული ნაკადი საქართველოში საშუალო მაჩვენებლებს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, აქ მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა. ფიზიკურ პირთა გამტარუნარიანობის მიხედვით ორივე მხარეს დღეში 4000 ადამიანმა უნდა გაიაროს, საშუალოდ კი 8800-ს ვატარებთ. ანალოგიური სიტუაციაა მსუბუქ ავტომობილებსა და ავტობუსებთან დაკავშირებით, და უნდა ითქვას, რომ გამშვები პუნქტი მნიშვნელოვანი გადატვირთვით მუშაობს. სადღესასწაულო დღეებში კი ეს ციფრები მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - განაცხადა ტროცკომ.

მისი თქმით, ტურისტული ნაკადის გაზრდა შექმნის სირთულეებს როგორც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საზღვარს კვეთენ, ასევე რესპუბლიკის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის.

რუსეთში 4 ნოემბერს სახალხო ერთიანობის დღე აღინიშნება. იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დღე კვირადღეს ემთხვევა, ოფიციალური დასვენების დღე ორშაბათს გადაიტანეს.

ყველა ახალი ამბავი
0