„შესანიშნავი თაობა“ და „კეთილი მიზნები“ - საქართველო დიპლომატიის დღეს აღნიშნავს

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული დიპლომატიის დღე გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქართველ დიპლომატებს მათი პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და მათი საქმიანობის მნიშვნელობა აღნიშნეს.

საქართველოს პრეზიდენტმა რვა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა >>

ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს 2004 წლიდან აღინიშნება. საზეიმო თარიღი უკავშირდება გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, მწერლის, განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს (1658 — 1725).

სულხან ორბელიანი დაიბადა სოფელ ტანძიაში და სამეფო კარზე გაიზარდა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. სახელი საბა ბერად აღკვეცის დროს დაერქვა. ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღმზრდელი იყო.

„ეს განსაკუთრებული თარიღია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და უშუალოდ უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. დღეს ჩვენი სამშობლო წარმოადგენს მნიშვნელოვანი ფუნქციით აღჭურვილ სახელმწიფოს, რომელსაც ღირსეულ როლს ასრულებს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებსა და განვითარებაში. ამ წინსვლაში განსაკუთრებული წვლილი სწორედ ქართულ დიპლომატიას მიუძღვის“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკით ახალი სახეები დაკავდებიან – პრემიერმა ბრძანება გამოსცა

იქვე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ასევე საქართველოს საგარეოპოლიტიკური მისწრაფებების მიღწევა ( ევროკავშირსა და ნატოში) დამოკიდებულია თითოეული დიპლომატის პროფესიონალიზმსა და ყოველდღიურ საქმიანობაზე.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავის მილოცვაში ქართველი დიპლომატების დამსახურება აღნიშნა.

„სწორედ ქართული დიპლომატიის დიდი დამსახურებაა ის, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად მიიკვლევს გზას თანამედროვე - ერთი მხრივ, გამოწვევებითა და, მეორე მხრივ, შესაძლებლობებით სავსე მსოფლიოში. საგარეო უწყების თითოეულ წარმომადგენელს, უდიდესი მისია აკისრია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვისა და ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების წარმართვის პროცესში“, - ნათქვამია ბახტაძის მილოცვაში, რომელიც მის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

დიპლომატებს მათი პროფესიული დღე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც მიულოცა.

თბილისი, ბაქო და ანკარა თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან >>

„დღეს ქართულ დიპლომატიას შესანიშნავი ახალი თაობა ჰყავს, დღეს ისინი წარმოადგენენ ქვეყანას, რომელიც სახელმწიფოებრივი განვითარებით და მიღწეული პროგრესით თანამედროვე დემოკრატიული ევროპული სამყაროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრია“, - დაწერა ზალკალიანმა თავის Facebook-გვერდზე.

ჯონ ბოლტონი - Sputnik საქართველო
ბოლტონი საქართველოს ეწვევა – რა მოლოდინი აქვს თბილისს

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულ დიპლომატიას წელს 100 წელი შეუსრულდა. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921 წლებში) ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის სულ რაღაც 40-მდე დიპლომატი იღწვოდა.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ კარგად იცის ქართული სახელმწიფოს კეთილშობილური მიზნების შესახებ, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრებს ვეძებთ, რომ თანამედროვე მსოფლიოს ნებისმიერი გამოწვევა ჩვენი გამოწვევაცაა, რომ ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ ჩვენი წვლილი გლობალური უსაფრთხოებისა და მსოფლიოს მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრმა შეახსენა დიპლომატებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გვერდში უდგას და აფასებს მათ სამუშაოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0