საქართველო ინტერნეტ-სივრცეში რეგიონის ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერი
კომპიუტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ ინტერნეტ–თავისუფლების კუთხით სომხეთსა და აზერბაიჯანს გაუსწრო.

თბილისი,  1 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ უმნიშვნელოდ გაიუარესა პოზიციები ინტერნეტ–თავისუფლების რეიტინგში, რომელიც ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა შეადგინა, თუმცა ქვეყანა კვლავ ინარჩუნებს რეგიონში ლიდერის პოზიციას.  
საქართველომ მიიღო 25 ქულა შკალის მიხედვით, სადაც 0 ყველაზე თავისუფალ ქვეყანას ნიშნავს, ხოლო 100 — ყველაზე ნაკლებად თავისუფალს. წინა რეიტინგში საქართველოს 24 ქულა ჰქონდა.

საქართველომ იაფი ინტერნეტით აზერბაიჯანი და სომხეთი ჩამოიტოვა>>>

ამასთან, საქართველო კვლავ აღნიშნულია მწვანე ფერით, რომელსაც ანიჭებენ ქვეყნებს, სადაც სოციალური ქსელებისა და სხვა ინტერნეტ–რესურსების გამოყენება შეზღუდული არაა.

კვლევა 65 ქვეყანას მოიცავს და მასში შეყვანილი არ არის აფრიკის, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მრავალი ქვეყანა. 

WI-FI როუტერი - Sputnik საქართველო
თუ გსურთ WI-FI-ს სიმძლავრე და ინტერნეტის სიჩქარე გაზარდოთ...

რეიტინგის თანახმად, ინტერნეტ–თავისუფლების სფეროში ლიდერობას ინარჩუნებენ ისლანდია (6 ქულა), ესტონეთი (6 ქულა) და კანადა (15 ქულა). რეიტინგის აუტსაიდერებად კი ჩინეთი (88 ქულა) და ეთიოპია (83 ქულა) დასახელდნენ.

რეიტინგში საკუთარი პოზიციები გაიუმჯობესა სომხეთმა (26 ქულა), რომელიც თავისუფალი ინტერნეტის ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა. ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში დარჩა აზერბაიჯანი (60 ქულა). რაც შეეხება თურქეთსა (66 ქულა) და რუსეთს (67 ქულა), ისინი არათავისუფალი ქვეყნების სიაში არიან.

Freedom House დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიისა და თავისუფლების გაფართოებაზე ზრუნავს მთელ მსოფლიოში. ორგანიზაცია აანალიზებს თავისუფლების პრობლემებს, გამოდის უფრო ფართო პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხარდაჭერით და ხელს უწყობს დემოკრატიულ გარდაქმნებს.

Freedom House 1941 წელს დაარსდა.

ყველა ახალი ამბავი
0