რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზართან ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია, პრევენციის მიზნით ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი რჩება.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამით ხანძარი გაჩნდა, დაიწვა 1 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. თბილისიდან დამატებითი ძალებიც გამოიძახეს, რადგან ქარისა და აალებადი მასალების გამო ცეცხლის გავრცელების საშიშროება არსებობდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. პრევენციის მიზნით ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში დარჩება.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაიწვა მიკროავტობუსი და სავაჭრო ობიექტებში არსებული საქონელი, ძირითადად ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0