თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ბოტანიკურ ბაღში 3 და 4 ნოემბერს დამთვალიერებლები შემოდგომის ფერებსა და ფლორისტების კომპოზიციებს იხილავენ, იუწყებიან ორგანიზატორები.
გამოფენა ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში Event Square მოეწყობა. ღონისძიება 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქრიზანთემები, გეორგინები, ვარდები, ასევე სხვა მრავალი ყვავილი. მსურველები საშემოდგომო ყვავილების შეძენასაც შეძლებენ.
ღონისძიების ორგანიზატორია ეროვნული ბოტანიკური ბაღი თბილისის მერიის მხარდაჭერით.