რამიშვილი: იყო ყვირილი, გამოდით, თქვენი დედაო, და ისმოდა დარტყმების ხმა

© FB // Shalva Ramishviliშალვა რამიშვილი
შალვა რამიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი ციხეში ყოფნის პერიოდს იხსენებს.
რამიშვილი: იყო ყვირილი, გამოდით თქვენი დედაო და ისმოდა დარტყმების ხმა

„2006 წელს ბუნტის მერე გადაგვიყვანეს რუსთავის მეექვსე ციხეში. ინფრასტრუქტურა არ ჰქონდათ იქ დალაგებული, თუთიყუშის საჭმელს გვაჭმევდნენ, არ ჰქონდათ სასადილო. თვითონ პერსონალიც სასტიკი იყო. ებრძოდნენ შავ სამყაროს. კარგად იცით, მიშას დროს რა სისასტიკეს იჩენდნენ. ყოველი დილა იწყებოდა ასე: იყო დიდი დერეფანი, ამოდიოდნენ კიბეზე, იყო ურდულის ჩხაკუნი, რაც ციხეში ექოთი ძლიერდება, იყო ყვირილი, გამოდით, თქვენი დედა... ისმოდა ყრუ დარტყმების ხმა, მერე წაკვნესება, რადგან ყვირილი არ შეიძლებოდა, თორემ მაშინვე კარცერში გაუშვებდნენ. წარმოიდგინე, ეს ხმა რომ გიახლოვდება და შენკენ მოდის“, – ამბობს რამიშვილი.

შალვა რამიშვილი 2005 წლის 27 აგვისტოს დააკავეს პარლამენტარ კობა ბექაურისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით. სასამართლომ მას 2006 წელს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ყველა ახალი ამბავი
0