ბებია-ქალი მოლარე: ორსულმა ქალბატონმა სუპერმარკეტის სალაროსთან იმშობიარა

გამოწერა
მოლარის თქმით, ქალს პანიკა არ დამართნია და არც ყვირილი დაუწყია, უბრალოდ, ხმადაბლა თქვა, რომ მშობიარობა დაეწყო.

ომსკის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ორსულმა ქალმა ბავშვი პირდაპირ სალაროსთან გააჩინა. შემთხვევა მაღაზიის ვიდეოკამერამ გადაიღო.

მოლარის თქმით, ქალს პანიკა არ დამართნია და არც ყვირილი დაუწყია, უბრალოდ, ხმადაბლა თქვა, რომ მშობიარობა დაეწყო. 

მაღაზიის თანამშრომლებმა სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ ლოდინის დრო არ იყო და ამიტომ მოლარემ და ორსული ქალბატონის მეგობრებმა თავად იკისრეს ბებია-ქალობა. როცა სასწრაფო დახმარება მოვიდა, ბავშვი უკვე დაბადებული იყო და ის მშვენივრად გრძნობდა თავს. 

როგორც გაირკვა, მშობიარე ქალბატონისთვის ეს მეექვსე შვილი გახლდათ. 

ყველა ახალი ამბავი
0