თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიაში გამოიცა ქართველი ავტორების ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებთა კრებულის გერმანული თარგმანი - იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, იოანე საბანიძის „აბო თბილელი“ და „ევსტათი მცხეთელის წამება“.
პროექტი განხორციელდა გამომცემლობა Leipziger Literaturverlag-ში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით.
როგორც ცენტრში აღნიშნავენ, გერმანელი მკითხველი ქართველი წმინდანების შესახებ შეიტყობს ივანე ჯავახიშვილის, ნელი ამაშუკელის და სხვა ავტორების თარგმანებიდან.