ფონიჭალაში ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის მანქანა
საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ოთხი ადამიანი დაშავდა თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ზემო ფონიჭალაში ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს და რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმაც გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ერთმანეთს ერთი სატვირთო და სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. კადრები მაუწყებელს თვითმხილველმა მიაწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0