ცოლზე ძალადობისთვის მამაკაცი ციხეში ექვს თვეს გაატარებს 

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი მეუღლეს სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებული მამაკაცს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
ოჯახურ ძალადობაში 16 პოლიციელია მხილებული - ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი

სასამართლოზე დადასტურდა, რომ  გ.კ. ერთი თვის მანძილზე სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამ გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე თ.კ.-ზე, ხოლო 2018 წლის 19 აგვისტოს, გ.კ.-მ პირადი უთანხმოების ნიადაგზე მას კეფის არეში მუშტი, ხოლო ხელის არეში საფერფლე დაარტყა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მას  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ყველა ახალი ამბავი
0