წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ქართველს სურს აშშ-ში წასვლა

© photo: Sputnik / Alexey Filippovნიუ-იორკი
ნიუ-იორკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველ წელს აშშ-ში საცხოვრებლად სულ უფრო მეტ ადამიანს სურს გადასვლა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი მსოფლიოდან.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც აშშ-ში სურთ საცხოვრებლად წასვლა, წლიდან წლამდე იზრდება, ასეთია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა.

რეგისტრაციის ზონა თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
უვიზო რეჟიმი და დემოგრაფია - საქართველოდან მიგრაციის საფრთხეები

საქართველოდან 2018 წელს ლატარიის დივერსიფიკაციაზე – ვიზების გათამაშების პროგრამაზე, რომელიც აშშ-ის მცხოვრების სტატუსის მიღების უფლებას იძლევა, შეტანილი იყო 122 ათასზე მეტი განაცხადი. აქედან დაკმაყოფილდა 1195 განაცხადი. თუ ამ მაჩვენებელს წინა წლის მაჩვენებელს შევადარებთ, 2017 წელს შესული იყო 99 ათასზე ოდნავ მეტი განაცხადი, 2016 წელს - დაახლოებით 74 ათასი. საქართველოში სულ 3,7 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

უნდა აღინიშნოს, რომ წასვლის მსურველთა რაოდენობა იზრდება სწორედ 2016 წლიდან მოყოლებული. მანამდე ლატარიაში ყოველწლიურად 50 ათასზე ნაკლები ადამიანი მონაწილეობდა.

ასეთი ტენდენცია შეინიშნება მთელ მსოფლიოში. გამონაკლისს არ წარმოადგენენ ასევე საქართველოს მეზობელი ქვეყნები.

ქვეყანა განაცხადების რაოდენობა 2016 წელს განაცხადების რაოდენობა 2017 წელს განაცხადების რაოდენობა 2018 წელს
სომხეთი 168115 226545 267067
აზერბაიჯანი 54193 72993 124051
რუსეთი 274746 332069 434353
თურქეთი 245493 316226 406929

 

ყველაზე მეტი განაცხადი აშშ-ში ვიზისთვის შევიდა განადან – 2,22 მლნ, ირანიდან – 1,62 მლნ, ეგვიპტიდან – 1,27 მლნ, ნეპალიდან – 1,18 მლნ, ეთიოპიიდან – 1,05 მლნ.

აშშ-ის კონგრესის მითითებით შექმნილ პროგრამას Diversity Immigrant Visa ყოველწლიურად ახორციელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ის ყოველ წელს 55 ათასამდე ვიზის გაცემას ითვალისწინებს პირებისთვის იმიგრაციის დაბალი დონის ქვეყნებიდან. თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს გასაცემი ვიზების არაუმეტეს 7%-სა.

განმცხადებლების შერჩევა თავისუფალი გზით, კომპიუტერის მეშვეობით ხორციელდება. ვიზები ნაწილდება ექვს გეოგრაფიულ რეგიონს შორის. იმ სახელმწიფოების მოქალაქეებზე, საიდანაც აშშ-ში 50 ათასზე მეტი იმიგრანტი ჩავიდა ბოლო ხუთ წელიწადში, ვიზები გათვალისწინებული არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0