თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა თბილისში, მდინარე მტკვრიდან 28 წლის მამაკაცი უვნებლად ამოიყვანეს, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მამაკაცი, ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალში იყო შესული და დახმარებას ითხოვდა.
ამჟამად დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე ერთი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.