მეზვრიშვილი: „განგრეულ კაიფშია“ პირი საჭესთან და თქვენ მეუბნებით, რატომ ისჯება ის?

© photo: courtesy of parliamentსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიხუანა ნარკოტიკული საშუალებაა და მასთან დაკავშირებით შედარებით მკაცრი რეგულაციები უმდა დავაწესოთ

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ მომზადებული მარიხუანას მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტი განიხილეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღებაზე ისაუბრა.

აქცია მარიხუანისთვის - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: კანაფის ფესტივალი და რეალური პიროვნული თავისუფლება

„იმაზე არ ვსაუბრობ, სამი დღის წინ რომ მოიხმარა და დღეს რომ საჭესთან დაჯდა. ორი საათის წინ რომ მოიხმარა და უკაცრავად, ჟარგონი უნდა გამოვიყენო „განგრეულ კაიფშია“ პირი, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, იმიტომ რომ სხვა შესატყვისს ვერ ვფიქრობ უბრალოდ, რომ სიტუაცია მთელი სიმწვავით წარმოვიდგინოთ, ასეთი პირი რომ საჭესთან ზის და მართავს სატრანსპორტო საშუალებას, თქვენ მეუბნებით, რომ გიჩნდებათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ ისჯება ეს ყველაფერი სისხლის სამართლის წესით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, რაც შეეხება დღეს არსებულ გადამოწმების მექანიზმებს, რომელიც ორგანიზამში ნარკოტიკული ნივთიერების დასადგენად გამოიყენება, ის არაჰუმანურია და ყოფილა ამ მეთოდების ბოროტად გამოყენების შემთხვევებიც.

„არ ვაპირებთ, რომ მძღოლები, ისევ ჟარგონს გამოვიყენებ, „ვათრიოთ“ საექსპერტო დაწესებულებებში, შევაფერხოთ მოძრაობა, მანქანები ადგილზე დავაყრევინოთ და ა.შ, თუმცა ამის შესაძლებლობას დღეს არსებული კანონმდებლობა იძლევა, მანამ სანამ არ გვექნება აღსრულების უფრო ჰუმანური მექანიზმები“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი მარიხუანის ექსპორტის უპირატესობაზე საუბრობს

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ხარისხს და მის განსხვავებას ალკოჰოლის ზემოქმედების ხარისხისგან – ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ საშიშროების ხარისხის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება და ალკოჰოლური საშუალება ერთმანეთისგან განსხვავდება.

„აქედან გამომდინარე თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ თქვენ სახელმწიფომ, კანონმდებელმა შეგიძლიათ ალკოჰოლისგან განსხვავებული რეგულაციები დააწესოთ ნარკოტიკებთან მიმართებით და ახლა ეს ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მარიხუანაც დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით ნარკოტიკული საშუალებაა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ საუბარი არ არის პრივატულ სივრცეზე, სადაც მოხმარება საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა.

Марихуана - Sputnik საქართველო
„ზედოზირებული" ლეგალიზაცია: თბილისში მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები გახშირდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ 30 ივლისს დააკმაყოფილა პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის" ლიდერთა, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ და გააუქმა ერთადერთი დარჩენილი სასჯელი მარიხუანის მოხმარებისთვის — 500 ლარის ოდენობის ჯარიმა და ამით, ფაქტობრივად, ნარკოტიკის ამ სახეობის მოხმარების ლეგალიზება მოახდინა. ამგვარად, საქართველოში მარიხუანის მოწევა ლეგალიზებულია.

„სასამართლომაც დაგვრთო ნება და ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ ჩვენ მარიხუანა მივიჩნიოთ ნარკოტიკულ საშუალებად და მასთან დაკავშირებით შედარებით მკაცრი რეგულაციები დავაწესოთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც კანაფის მოყვანის, მისგან კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების და ექსპორტზე მისი გატანის წესებს დაარეგულირებს. „ბალახის" მოწევის ლეგალიზაციის კვალდაკვალ აღნიშნულმა საკითხმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და, კერძოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უკმაყოფილება გამოიწვია. ყოველივე ამის ფონზე მმართველმა პარტიამ საკითხის პარლამენტში განხილვის დროებით შეჩერება გადაწყვიტა.

კანაფი - Sputnik საქართველო
ზეთარი და ჰასშვარობა – კანაფის, ანუ კანაბისის კულტი საქართველოში

საქართველოში მარიხუანის მოყვანა-წარმოების შესაძლო ლეგალიზებასა და ექსპორტზე გატანის თაობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს პარლამენტის წინააღმდეგ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის" ლიდერების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიძის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა.

ასე რომ, ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა – მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს შსს-მ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც შეზღუდვებს ითვალისწინებს. საუბარია „ბალახის" მოწევის აკრძალვაზე საზოგადოებრივ ადგილებში, ტრანსპორტში, არასრულწლოვნების თანდასწრებით. გარდა ამისა, მარიხუანის მოხმარება ეკრძალებათ პედაგოგებს, ექიმებს და ჩინოვნიკებს მუშაობის პერიოდში.

ყველა ახალი ამბავი
0