ქართულ 3D მულტფილმს „ჯინო“ თბილისში პირველად აჩვენებენ

© FB / GENO „ჯინო“
„ჯინო“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე აღიარებული ფილმი თბილისის დიდ ეკრანებზე გამოჩნდება.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. პირველ ქართულ მოკლემეტრაჟიან 3D ანიმაციურ ფილმს „ჯინო“ (Geno) თბილისში 4 ნოემბერს პირველად წარმოადგენენ, იუწყებიან ორგანიზატორები.

ჩვენება ანიმაციური ფილმების თბილისის საერთაშორისო ფესტივალის (Tbilisi International Animation Festival. TIAF) ფარგლებში გაიმართება. ფესტივალი 2–4 ნოემბერს კინოთეატრ Cavea-ში ჩატარდება.

ჯინო - Sputnik საქართველო
ქართულმა 3D ფილმმა კალიფორნიაში კინოფესტივალი დაიპყრო

რეჟისორ დავით კიკნაველიძის 13-წუთიანი მულტფილმი „ჯინო" ანიმაციურ სტუდია Lira Production-ში შეიქმნა ქართული კინოცენტრის მხარდაჭერით.

„ჯინოს" სიუჟეტის ცენტრში გომბეშო ჯინოსა და მისი მეგობრების თავგადასავალია, რომლებიც ლამაზი ტბის ნაპირზე ცხოვრობენ. ერთხელაც ცხოველები დილემის წინაშე აღმოჩნდებიან — მათ მიწაზე ადამიანები მშენებლობას იწყებენ, რის გამოც ცხოველები იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის — სახლის გადასარჩენად.

საფრანგეთში ანსის საერთაშორისო ანიმაციური კინოფესტივალის ფარგლებში მსოფლიო პრემიერის შემდეგ მულტფილმი კიდევ ორი საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში შევიდა. „ჯინო" თავიდან ხორვატიაში, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მოწინავე ანიმაციურ კინოფესტივალ Supertoon-ზე, შემდეგ კი იტალიაში, პრესტიჟულ ანიმაციურ კინოფესტივალ Giffoni-ზე უჩვენეს. 2018 წელს „ჯინო" (Geno) აშშ-ში პალმ-სპრინგსის მესამე საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის პრიზიორი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0