თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის დროით 22:22 საათზე, თბილისთან 2,6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრის ეპიცენტრი პატარა ლილოს დასახლებაში 8 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა შეგრძნებადი იყო მოსახლეობისთვისაც.