თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. პარტია „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
პრეზიდენტობის კანდიდატი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში გახსნილ N48-ე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა.
„არჩევანი გავაკეთე იმის მიხედვით, როგორ იცხოვრებენ ჩვენი შვილები ხვალ, ზეგ, მაზეგ, საუკუნის შემდეგ. ეს ყველაფერი წყდება დღეს. ხალხის მხარდაჭერა არსებული რეალობიდან, გადამწყვეტი მხარდაჭერა, რაც მჭირდება გამარჯვებისთვის, მაქვს, ეს არის ფაქტი", - განაცხადა ნათელაშვილმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტარდება, რომელშიც 3,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას. საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს შორის მოუწევს, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.
მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის 43 ქვეყანაში. მიმდინარე არჩევნებზე მთლიანობაში 3 ათას 703 საარჩევნო უბანია გახსნილი, აქედან უცხოეთში 55.
არჩევნების მიმდინარეობას 73 ადგილობრივი და საზოგადოებრივი ორგანიზაციის 21,8 ათასი დამკვირვებელი, ასევე 58 საერთაშორისო ორგანიზაციების 1 მილიონზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება.