საპრეზიდენტო არჩევნები: ყველაზე მეტად რაჭველები აქტიურობენ

© Sputnik / Alexander Imedashviliამომრჩეველი საარჩევნო ურნასთან
ამომრჩეველი საარჩევნო ურნასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურის რაიონში დაფიქსირდა

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნებში 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭაში, ამბროლაურის რაიონში დაფიქსირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ცესკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

არჩვენები ისრაელში - Sputnik საქართველო
ექსკლუზიური რეპორტაჟი უცხოეთიდან: არჩევნებში ჯერჯერობით აქტიურობა არ შეინიშნება

კერძოდ, ამბროლაურში საარჩევნო უბნებზე 15:00 საათისთვის გამოცხადდა ამომრჩეველთა 47.1%. ყველაზე დაბალი აქტივობა კი გარდაბანსა და მარნეულშია – 23.7% და 23.6% შესაბამისად.

რაც შეეხება თბილისის მონაცემებს, ამომრჩევლები ყველაზე მეტად აქტიურობენ ვაკეში – 31,1%, დიდუბეში – 30.5%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ისანში – 25,2%.

15:00 საათის მონაცემებით, ხმა საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 30,98%-მა მისცა.

დღეს საქართველოში პრეზიდენტს ირჩევენ. ხალხმა არჩევანი 25 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.

საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

ყველა ახალი ამბავი
0