ხელისუფლებამ „რუსთავი 2“ კანონმდებლობის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა

© Parliament of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველ პარტიაში არაერთხელ აცხადებდნენ, რომ „რუსთავი 2“ ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილმა ხმა „ყველას პრეზიდენტს“ მისცა

დღეს საქართველო ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტს 25 კანდიდატს შორის ირჩევს. კანონმდებლობის თანახმად, ხმის მიცემის დღეს საარჩევნო უბნებზე და მედიით აგიტაცია იკრძალება.

„კანონმდებლობის უხეში დარღვევა დაფიქსირდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში, როდესაც პარტიულმა ტელევიზიამ უგულვებელყო არჩევნების დღეს აგიტაციის აკრძალვის პრინციპი და გუშინდელი ღამე, ანუ დღევანდელი დღე უკვე 12 საათიდან დაუთმო ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას“, - განაცხადა მდინარაძემ.

მმართველ პარტიაში არაერთხელ აცხადებდნენ, რომ „რუსთავი 2“ ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება.

„გუშინ, გვიან ღამით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ უბანში შესვლას ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით, რაც ასევე ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: თითოეული პოლიციელი მზად არის, რომ მოქალაქეებმა არჩევანი მშვიდ გარემოში გააკეთონ

დღეს საქართველოს მოსახლეობა  ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს 6 წლის ვადით. ეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ბოლო შემთხვევაა, ვინაიდან ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და ამიერიდან პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს  შორის მოუწევს, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.

ცესკოს მონაცემებით,  საპრეზიდენტო არჩევნებზე 3 მილიონ 518 ათას 877 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0