პარლამენტის თავმჯდომარე ამომრჩევლებს აქტიურობისაკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

თბილისი, 28 ოქტომბერი -Sputnik. სალომე ზურაბიშვილი იგებს არჩევნებს პირველივე ტურში, თუმცა ამ შედეგების შენარჩუნება ამომრჩეველთა აქტიურობაზეა დამოკიდებული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, ნუ იქნებიან ოპონენტის მხარდამჭერებზე პასიურები, რათა პირველივე ტურში გაეცეს საბოლოო პასუხი დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელიც თავს უფლებას აძლევს, აკეთოს უპასუხისმგებლო განცხადებები არჩევნების შედეგების შესახებ, მმართველი პარტია იღებს სრულ პასუხისმგებლობას  გაცხადებულ მონაცემებზე და ამის დასტური იქნება ეგზიტპოლების შედეგები, რომელსაც 20:00 საათზე გამოაცხადებს პარტია.  

საპრეზიდენტო არჩევნები 2019 - Sputnik საქართველო
მოსყიდვა, „კარუსელები“, სპეკულაციები - ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ადანაშაულებს

მისივე თქმით, ინფორმაცია არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ეყრდნობა სხვადასხვა მონაცემებს, მათ შორის იმ ინფორმაციას, რომელსაც პარტია აგროვებს.

„მთელი პასუხისმგებლობით ვამბობთ, სალომე ზურაბიშვილს აქვს ხმების 50%-ზე მეტი. ჩვენ ბიულეტენიდან არ გვაქვს ინფორმაცია განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან, რომელმაც გამოფინა ფიქტიური თუ ფაქტიური ბიულეტენი ავღანეთიდან. სააკაშვილისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვარღვევთ ხმის მიცემის ფარულობის პრინციპს. ეს არის მყარი პრინციპი, რომელსაც მისდევს „ქართული ოცნება“. ჩვენ გვაქვს მონაცემები და პასუხს ვაგებთ ამაზე“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
ჩუგოშვილი ოპონენტებს: ქვეყანას მიეცით საშუალება, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს

საქართველოში 28 ოქტომბერს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი 25 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ.

ოპოზიციურმა გაერთიანება „ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატად „ნაცმოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე წამოაყენა. ამ არჩევნებზე მმართველმა პარტიამ საკუთარი კანდიდატურა არ დაასახელა და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერს.

 



ყველა ახალი ამბავი
0