თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში 10:00 საათისათვის ხმა საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 6,15%-მა მისცა, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.
© Sputnikაქტივობა არჩევნებზე 10:00 საათისთვის
აქტივობა არჩევნებზე 10:00 საათისთვის
© Sputnik
საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
„ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 10 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ 6,15%, რაოდენობრივად 215329 ამომრჩეველი შეადგინა“, — განაცხადა ანა მიქელაძემ.
საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. მომავალში პრეზიდენტის არჩევის პრეროგატივა საარჩევნო კოლეგიას ექნება.