„არაფორმალური დამკვირვებლები“: ძაღლები და ფაროსნები საარჩევნო უბნებზე

© Sputnik / Alexander Imedashvili მიუსაფარი ძაღლი
მიუსაფარი ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე „კონკურენტები“ შენიშნეს

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს ფოტოებს საარჩევნო უბნებიდან, სადაც „დაუპატიჟებელი სტუმრები“ - ძაღლები და აზიური ფაროსნები ეწვივნენ.

ეგზიტპოლების განსხვავებული შედეგები - ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი >>

ფოტოების სერიას ორგანიზაციაში უწოდეს „არაფორმალური დამკვირვებლები“.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. გამოცხადდა ეგზიტპოლების პირველადი შედეგები.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დაკვეთით, „ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო - 52.3%, მეორე ადგილზე - გრიგოლ ვაშაძე 28.1%, მესამე ადგილზე - დავით ბაქრაძე 9.2%.

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისა და „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით, კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 40-40% სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მიიღეს; 10% - დავით ბაქრაძე.

საქართველოს მოქალაქეები კვირას ქვეყნის პრეზიდენტს უკანასკნელად ირჩევდნენ. სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე იბრძოდა 25 კანდიდატი. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ცესკო რამდენიმე საათში გამოაცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0