დაპირებული ტაშ-ფანდური, სარეცხი და სხვა კურიოზები საარჩევნო უბნებიდან

© SPUTNIK / DENIS ASLANOVარჩევნები 2018
არჩევნები 2018 - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონული მედია წერს, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში გამგებელმა მოსახლეობას მწვადებზე „ტაშ-ფანდური“ აღუთქვა, თუ ისინი არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ მხარს.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში დღეს მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები კურიოზებს ვერ აცდა: ზოგმა სარეცხისთვის მოიცალა, ზოგმა მწვადით ქეიფისთვის და ზოგიც დაიღალა და დასვენება გადაწყვიტა.

ასე მაგალითად, ერთმა ბათუმელმა ქალბატონმა მზიანი ამინდით ისარგებლა და პირდაპირ საარჩევნო უბნის თავზე გაფინა სარეცხი გასაშრობად.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ ბეჟანოში მომხდარი კი კურიოზის გაგებას ცდება და კანონმდებლობის დარღვევად ფასდება. საქმე ისაა, რომ ამომრჩევლები იქ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე მიდიან ხმის მისაცემად, კომისიის წევრები კი არანაირად არ უშლიან ხელს არჩევანის გაკეთებაში. ჟურნალისტის შენიშვნაზე კი თავს იმართლებენ, აქ ყველანი ერთმანეთს ვიცნობთ და პასპორტი რაში გვჭირდებაო?!

რეგიონული მედია ასევე წერს, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში გამგებელმა მოსახლეობას მწვადებზე „ტაშ-ფანდური“ აღუთქვა, თუ ისინი არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ მხარს. ამბობენ, რომ მან უკვე დაურიგა კიდეც სამწვადე თანასოფლელებს. 

საინტერესო ფაქტი მოხდა ბოლნისში, სადაც საარჩევნო კომისიის წევრებმა ამომრჩეველ მარკირება იმ მიზეზით არ გაუკეთეს, რომ თურმე ეს უკანასკნელი ამ პროცედურის გავლისას გონებას კარგავს.

რაც შეეხება თბილისის სამგორის რაიონის საარჩევნო უბნის კომისიის წევრს, მან საერთოდ მიატოვა პოსტი. როდესაც ნაკლული წევრი მოიკითხეს, გაირკვა, რომ ის დაღლილიყო და შინ წასულიყო დასასვენებლად.

ყველა ახალი ამბავი
0