ეკატერინბურგი-თბილისის რეისების რაოდენობა გაორმაგდება

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკში რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი
 რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალი მოთხოვნის გამო რუსულმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენები გაზარდა

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები“ ეკატერინბურგი-თბილისის მიმართულების რეისების სიხშირეს აორმაგებს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ კომპანიის პრესსამსახურში.

ტურიზმის ადმინისტრაცია: ბინების გაქირავებაზე გადასახადების დაწესება არ იგეგმება >>

4 ნოემბრიდან ურალის მთავარი ქალაქიდან საქართველოში ჩამოსვლა კვირაში ოთხჯერ იქნება შესაძლებელი. რეისი შესრულდება რეგულარულად: ორშაბათობით, ოთხშაბათობით, პარასკეობით და კვირაობით. გადაფრენა ეკატერინბურგი-თბილისი 3 საათსა და 20 წუთს გრძელდება.

„საქართველო ზამთარში იზიდავს როგორც მოთხილამურეებს, ისე ძველ ქუჩებში გასეირნების მოყვარულებს. ამ ქვეყანასთან გაცნობა, რა თქმა უნდა, თბილისით უნდა დაიწყოთ... ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ კურორტები ზამთრის აქტიური დასვენებისთვის: გუდაური, ბაკურიანი ან ჰაწვალი“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

ავიაკომპანიამ „ურალის ავიახაზები“ ეკატერინბურგიდან თბილისში პირდაპირი რეისების შესრულება მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყო. რეისები ხუთშაბათობით და კვირაობით სრულდებოდა.

თბილისობა - მანქანების გამოფენა მეტეხის ხიდზე - Sputnik საქართველო
საქართველო - რუსი ახალგაზრდების დასვენების საყვარელი ადგილი

ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები“ სამგზავრო გადაზიდვების მოცულობით ერთ-ერთი წამყვანი რუსული ავიაკომპანიაა. 2017 წელს კომპანიამ 8 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. ფრენების გეოგრაფია 200-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს. „ურალის ავიახაზების“ საჰაერო ფლოტი ევროპული კონცერნ Airbus-ის 46 თვითმფრინავისგან შედგება.

ავიაკომპანია მრავალი საერთაშორისო და ეროვნული პრემიის ლაურეატია.

ყველა ახალი ამბავი
0