თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის ნაწილი დაიტბორა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
არსებული ინფორმაციით, რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე წყალი საცხოვრებელ სახლებსა და სავაჭრო ჯიხურებში შევიდა.
მდინარე აჭყვას კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა ასევე ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.
ამ დროისთვის ცალკეულ ქუჩებზე სამაშველო ბრიგადები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებენ.
„ამ დროისთვის, სამაშველო სამსახურში 10-მდე გამოძახება შემოვიდა. სამაშველო ბრიგადები მობილიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის განყოფილების უფროსმა, ირაკლი თოიძემ.
ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.