ცესკო: არჩევნების შედეგების შეჯამება ინტერნეტ-სივრცეში მოხდება

გამოწერა
არჩევნების ინტერნეტ-ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიით ცესკო-ს facebook, Youtube და ვებგვერდებზე განხორციელდება

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესის ინტერნეტ-ტრანსლირება მოხდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც ცესკო-ში განმარტავენ, ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკო-ს facebook, Youtube და ვებგვერდებზე განხორციელდება.

საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
შსს-მ მობილური ჯგუფები შექმნა: არჩევნებთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს

„24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი – 2 51 00 51 და ონლაინ-ჩათი. ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს, ცესკოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შესაძლებლობა აქვს ჟესტურ ენაზე, ვიდეო ზარით მიიღოს სასურველი ინფორმაცია. სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვან ამომრჩევლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გასაგებ ენებზე”, – აცხადებენ ცესკო-ში.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება, რეგისტრაცია 25-მა კანდიდატმა გაიარა, მათგან 19 - პარტიის წარმომადგენელია, ხოლო 6 - დამოუკიდებელი კანდიდატია.

შეურაცხყოფა და უკანონო აგიტაცია - საია წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საქართველოში >>

არჩევნებისთვის გაიხსნება დაახლოებით 3,7 ათასი საარჩევნო უბანი.

არჩევნებზე იმუშავებს 1,2 ათასზე მეტი დამკვირვებელი 50 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 187 დამკვირვებელი - ექვსი საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ასევე დამკვირვებლები ორი ქვეყნის საელჩოებიდან და 20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0