გორის მოსახლეობამ გოგონას მკვლელის დასჯა მოითხოვა: საპროტესტო აქციის კადრები

გამოწერა
გორის მოსახლეობამ პარასკევს ღამით მასობრივი საპროტესტო აქცია გამართა. მონაწილეები 8 წლის გოგონას მკვლელის პოვნასა და დასჯას მოითხოვდნენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს კადრები მიტინგიდან

გორის მოსახლეობამ პარასკევს ღამით მასობრივი საპროტესტო აქცია გამართა. მონაწილეები 8 წლის გოგონას მკვლელის პოვნასა და დასჯას მოითხოვდნენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს კადრები მიტინგიდან

8 წლის გოგონას გაუჩინარების შესახებ წინა ღამეს გახდა ცნობილი. დაკარგული ბავშვის ოჯახმა პოლიციას მიმართა. მალე გოგონას ცხედარი, რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, მდინარე ლიახვთან ახლოს, ადგილობრივ ბაზართან აღმოაჩინეს, მსვერპლის საცხოვრებლიდან 50 მეტრში.

ამ ტრაგიკული შემთხვევით შეძრწუნებული მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და სამართალდამცავი ორგანოებისაგან გოგონას მკვლელობაში დამნაშავეების სასტიკად დასჯა მოითხოვა.

დილით ცნობილი გახდა, რომ ქართველმა პოლიციელებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი.

ყველა ახალი ამბავი
0