რეციდივისტი და მუშა: ვინ მოკლა 8 წლის გოგონა?

© photo: Sputnik8 წლის გოგონას მკვლელობა
8 წლის გოგონას მკვლელობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდო მკვლელი იმ სახლში დააკავეს, სადაც მკვლელობა მოხდა.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირი წარსულში ნასამართლევია, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი მამაკაცი>>>

დანაშაული გორში გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა 25 ოქტომბერს, ნაშუადღევს გაუჩინარდა. იგი სახლიდან სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, მაგრამ სკოლაში არ მისულა. მოგვიანებით ბავშვის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლიდან 50 მეტრში, მდინარე ლიახვის ნაპირზე, ადგილობრივ ბაზართან იპოვეს.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„მთელი საქართველო შეძრულია" – ივანიშვილი რვა წლის გოგონას მკვლელობაზე

დილით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ ცხელ კვალზე სავარაუდო მკვლელის დაკავების შესახებ განაცხადა. შსს-ს ინფორმაციით, იგი წარსულში ნასამართლევი 34 წლის ი.ნ.-ია. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, იგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იმ სახლში დააკავეს, სადაც მკვლელობა მოხდა. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გაიყიდა და იქ ამჟამად მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, სადაც მხოლოდ ერთი მუშა მუშაობდა. დანაშაულის ადგილზე სისხლის კვალი იქნა აღმოჩენილი.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0