შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში მოკლული გოგონას საქმეზე ინფორმაციას აღარ გაასაჯაროებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს
საქართველოს შსს - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის მოადგილემ  საზოგადოებასა და მასმედიას მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ინტერესებს.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. გორში მოკლული 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დამატებითი ინფორმაცია აღარ გასაჯაროვდება, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა. 

გორში 8 წლის გოგონა მოკლეს - Sputnik საქართველო
„გვეშინია შვილების გაზრდის": 8 წლის გოგონას მკვლელობამ საქართველო შეძრა

მინისტრის მოადგილემ საზოგადოებასა და მასმედიას მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ინტერესებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის იმაზე მეტ დეტალს, რაც უკვე გავასაჯაროეთ, აღარ გაასაჯაროებს. შეშფოთებულები ვართ იმ მითქმა-მოთქმით, რაც ახლაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საზოგადოებაში“, — განმარტა მეზვრიშვილმა.

გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს, დილით დააკავეს, 34 წლის იაგო ნებიერიძეა, რომელიც მოკლული ბავშვის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
8 წლის ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულის ტელეფონში გოგონას ფოტოები აღმოჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა გოგონა სახლის სარდაფში მოკლა, შემდეგ კი მისი ხელებშეკრული და თავზე ცელოფანჩამოცმული ცხედარი ურიკით მდინარე ლიახვის ნაპირზე ჩაიტანა და დატოვა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის მოტივზე ინფორმაცია შსს-ს არ გაუვრცელებია.  

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მკვლელობაში ბრალდებულის გვარი ფიგურირებს ასევე გორში 2004 წელს გატაცებული 11 წლის ბიჭის საქმეში.

 

ყველა ახალი ამბავი
0