ბოლტონმა საქართველოს სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა შეახსენა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიჯონ ბოლტონი
ჯონ ბოლტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი საქართველოს პარასკევს ეწვია რუსეთი-აზერბაიჯანი-სომხეთი-საქართველოს ტურნეს ფარგლებში.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა, რომელიც საქართველოს ვიზიტით პარასკევს ეწვია, იმედი გამოთქვა, რომ კვირას საქართველოში სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.  

„დღეს საქართველოს ინტერესებშია, რომ არჩევნები სრულიად ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს... მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა აქტიურობა იმისთვის, რათა საზოგადოებას საარჩევნო პროცესისადმი სრული ნდობა ჰქონდეს... იმედი მაქვს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება“, — განაცხადა ბოლტონმა.

ბოლტონი საქართველოს პარასკევს ეწვია. თბილისში ტრამპის მრჩეველის ვიზიტი რუსეთი-აზერბაიჯანი-სომხეთი-საქართველოს ტურნეს ფარგლებში შედგა. 

© Sputnikსაპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობის პროცედურა
ბოლტონმა საქართველოს სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა შეახსენა - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობის პროცედურა
ყველა ახალი ამბავი
0