თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანთან მომხდარ საავტომობილო ავარიაში მეცხრე კლასის მოსწავლე ბიჭი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.
ადგილობრივების თქმით, ავტომობილი, რომელსაც თავად 14 წლის მოზარდი მართავდა, ფერდობიდან დაგორდა და ხრამში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მანქანაში მარტო იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.