სტიქია აჭარაში: მეწყერი რვა ადგილას ჩამოწვა

© courtesy of Roads Department of Georgiaმეწყერი გზაზე
მეწყერი გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ შემთხვევაში, თუ მეწყრული პროცესები გაგრძელდება, მოსახლეობას საცხოვრებლების დროებით დატოვება მოუწევთ.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. უამინდობის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, ამდროისათვის დაფიქსირებულია მეწყრის რვა კერა, ნათქვამია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ-გვერდზე. 

ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა ჭარნალის წყლის სათავე ნაგებობა, რის გამოც მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი. 

ასევე სოფელ ჭარნალში მდინარის ადიდების შედეგად დაზიანდა ნაპირთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ელექტროგადამცემი ბოძის საძირკველი, რის შესახებაც უკვე ეცნობა კომპანია „ენერგოპროჯორჯიას“. 

აღნიშნული ადგილები უკვე მოინახულეს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა. 

შედარებით რთული მდგომარეობაა სოფელ სამებაში, სადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მიწა გამოეცალა და შენობის ფუნდამენტი გამოჩნდა. იმ შემთხვევაში, თუ მეწყრული პროცესები გაგრძელდება, მოსახლეობას საცხოვრებლების დროებით დატოვება მოუწევთ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს

 

ყველა ახალი ამბავი
0