თბილიში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
აქციის მონაწილეები ზაზა სარალიძის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელიც პოლიციელებზე ჯოხით თავდასხმისთვის დააკავეს.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა. სარალიძეს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რამდენიმე საათის წინ დაკავებული ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.