გორში 8 წლის გოგონა დაიკარგა

© Fotolia / Vkaraმტირალი გოგონა
მტირალი გოგონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვი ცეკვის წრეზე წავიდა, თუმცა იქამდე მისული არავის დაუნახავს

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. გორში, წმინდაწყლის დასახლებაში რვა წლის გოგონას ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვი სახლიდან 14:30 საათზე გავიდა. ის ცეკვის წრეზე უნდა მისულიყო, რომელიც სკოლის შენობაში ფუნქციონირებს.   

სკოლა ბავშვის სახლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრით დაშორებით მდებარეობს. სკოლამდე მისული გოგონა არავის უნახავს.

გოგონას დაკარგვის შესახებ შეტყობინება შსს-ში შევიდა. ბავშვს ოჯახის წევრები და პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0