რამდენი ავტომობილი დაჯარიმდა თბილისში ბოლო 7 თვეში

© Sputnik / Alexander Imedashviliმანქანების ევაკუაცია პარკირების წესების დარღვევის გამო
მანქანების ევაკუაცია პარკირების წესების დარღვევის გამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
C.T. Park-თან შედარებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ სამჯერ ნაკლებ ჯარიმებს წერს, აცხადებენ კომპანიაში

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში „სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ ავტომობილების მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა შემცირებულია, იუწყება ტელეკომპანია Imedi კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, თამაზ რობაქიძეზე დაყრდნობით.

მისი თქმით, არასწორი პარკირებისთვის  თბილისში ბოლო 7 თვეში 240 000 ავტომობილი დაჯარიმდა. ამავე პერიოდში საჯარიმო პარკინგზე  2 000-მდე მანქანა გადაიყვანეს.

თბილისი - Sputnik საქართველო
რომელ ქუჩებზე დაწესდება პარკირების საათობრივი გადასახადი

თბილისში პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 2007 წლიდან კომპანია „სითი პარკს" ჰქონდა, თუმცა 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანიასთან თბილისის მერიამ კონტრაქტი გააუქმა და მისი ფუნქციები, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" შეითავსა.

სატრანსპორტო კომპანია თვეში საშუალოდ 35 000 საჯარიმო ქვითარს წერს. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ  C.T. Park-ის მიერ თვეში 100 000-მდე ჯარიმა იწერებოდა.

„შეიცვალა მიდგომა. ვინაიდან ჩვენ არ ვართ კერძო კომპანია და არ ვართ დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტი მძღოლი დავაჯარიმოთ“, - განაცხადა რობაქიძემ.

ინსპექტირების ათი ცენტრი ტექდათვალიერების ყალბ მოწმობებს გასცემდა >>

თბილისის მერია 2019 წლიდან პარკირების საათობრივ სისტემაზე გადავა. ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საცხოვრებელი სახლთან ავტომანქანის პარკირება უფასო იქნება. თუმცა ქალაქის ზონებად დაყოფა და ახალი სატარიფო სისტემის შემოღება არ ითვალისწინებს პარკირების ყოველწლიური გადასახადის - 50 ლარის გაუქმებას.

პარკირების საათობრივი გადასახადი პირველ ეტაპზე თბილისის ორ რაიონში – ძველ თბილისსა და საბურთალოზე დაწესდება.

ყველა ახალი ამბავი
0