რას ვჭამთ: უფრთხილდით სოსისს, ძეხვეულსა და შებოლილ თევზს

© courtesy of National Food Agencyხორცის ვარგისიანობის შემოწმება
ხორცის ვარგისიანობის  შემოწმება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროდუქციის ფალსიფიკაციის ფაქტებზე 21 ადამიანი პასუხისგებაშია მიცემული.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წლის დასაწყისიდან ძეხვეულის, სოსისისა და შებოლილი თევზის ფალსიფიკაციის 17 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტურისტები - Sputnik საქართველო
ძველი პროდუქტები და პერსონალის პირადი ჰიგიენა – რა ვითარებაა რესტორნებში

უწყების ცნობით, რიგი საწარმოები აღნიშნული პროდუქციის წარმოებისთვის აუცილებელი კვებითი კომპონენტების ფალსიფიცირებას ახდენდნენ, რის შედეგადაც ირღვეოდა მომხმარებლის ინტერესი.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ასევე დაადგინეს, რომ ზოგიერთი საწარმო სამშენებლო პროდუქციის, კერძოდ, ცემენტის ფალსიფიცირებას ახდენდა.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით 21 პირი პასუხისგებაშია მიცემული.

სისხლის სამართლის საქმე „ფალსიფიკაციის" მუხლითაა აღძრული, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან ორ წლამდე ვადით გამოსასწორებელ სამუშაოს, ექვსი თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობას ან ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

ყველა ახალი ამბავი
0