ირანის მოქალაქეს ნარკოდანაშაულისთვის საქართველოში 10 წლით პატიმრობა შეეფარდა

© ГТК Азербайджанаჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰეროინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბრალდებულის სხეულის დათვალიერების შედეგად იქნა ამოღებული.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირანის მოქალაქე დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის და 10 წლით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება მთავარი პროკურატურის ვებგვერდი.

Марихуана - Sputnik საქართველო
„ზედოზირებული" ლეგალიზაცია: თბილისში მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები გახშირდა

სასამართლოზე დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 52,9 გრამ  ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაც 2018 წლის 6 მარტს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  სხეულის დათვალიერების შედეგად იქნა ამოღებული.

სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით 10 წლით პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარ პროკურატურასთან ერთად, კვლავ აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0