ამერიკული ნავთობკომპანია საქართველოში ნახშირწყალბადების რესურსებს შეისწავლის

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaნავთობკომპანია ExxonMobil-ი საქართველოს ნახშირწყალბადების რესურსების შესწავლას დაიწყებს
ნავთობკომპანია ExxonMobil-ი საქართველოს ნახშირწყალბადების რესურსების შესწავლას დაიწყებს
 - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასებას  ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელებს.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ნავთობკომპანია ExxonMobil-ი საქართველოს ნახშირწყალბადების რესურსების შესწავლას დაიწყებს, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

კომპანია დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასებას ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელებს.

სასტუმრო „ბილტმორი“ თბილისში - Sputnik საქართველო
რუსი და ქართველი ბიზნესმენები ერთმანეთს თბილისში შეხვდებიან

ხელშეკრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და კომპანია ExxonMobil-ს შორის გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების შესწავლის შესახებ 23 ოქტომბერს გაფორმდა.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სააგენტოს მიერ გადაცემული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების შესწავლის დასრულების შედეგად ExxonMobil-ი მოამზადებს ანგარიშს და ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზას, რომლებსაც  სახელმწიფოს გადასცემს.

ხელშეკრულების გაფორმებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია დაესწრო.

„მარტო ის ფაქტი, რომ ისეთი დიდი კომპანია, მსოფლიო ლიდერი, როგორიც ExxonMobil-ა, დაინტერესდა საქართველოში ნავთობის პოტენციალით, უკვე ძალიან ბევრზე მეტყველებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, გაზისა და ნავთობის რესურსები ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიყენოთ“ - აღნიშნა  გიორგი ქობულიამ.

შახტა - Sputnik საქართველო
EBRD საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურ გამოყენებაში დაეხმარება

კომპანიის წარმომადგენლის, ჯონათან უილსონის განცხადებით, ისინი მოხარულები არიან საქართველოს მხარესთან თანამშრომლობით და იმის შესაძლებლობით, რომ გამოიყენონ გამოცდილება საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის შესასწავლად.

„ათწლეულზე მეტია, რაც შავ ზღვასა და ახლომდებარე რეგიონებში ვმუშაობთ და მზად ვართ, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს პოტენციალის შესაფასებლად გამოვიყენოთ. ვიმედოვნებთ, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან“, - აღნიშნა ჯონათან უილსონმა.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის, გიორგი ტატიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია  მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია ExxonMobil-თან თანამშრომლობა.

ბუნების დაცვა: მთავრობის ინიციატივები >>

„ამ ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიერ გადაცემული მასალების შესწავლის შედეგად ExxonMobil-ი მოამზადებს და სააგენტოს გადასცემს ანგარიშს დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის თაობაზე. ეს ანგარიში გამოყენებული იქნება შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, რამაც საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს ნავთობისა და გაზის დაგროვებების ახალ აღმოჩენამდე“, - განაცხადა ტატიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ExxonMobil-ი ასევე განახორციელებს სააგენტოს თანამშრომლების გადამზადებას მონაცემთა ბაზით სარგებლობასა და სტრატიგრაფიულ ანალიზში.

ყველა ახალი ამბავი
0