უპატრონო ცხოველების დახმარება: რას აკეთებს თბილისის მერია

© photo: Sputnikუპატრონო ძაღლი
უპატრონო ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებს სთხოვენ, თუ ქუჩაში დაინახავენ ცხოველებს ე.წ. ბირკის გარეშე, მაშინვე აცნობონ მერიის სამსახურს.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედების არეალისა და სამაშველო ოპერაციების გაზრდას გეგმავს, განაცხადა სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის სამ კვარტალში ჩატარდა 310 სამაშველო ოპერაცია. კერძოდ, პირველ კვარტალში ჩატარდა 41 ოპერაცია, მეორეში – 154, ხოლო მესამეში – 115. სულ მიმდინარე წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ რეაგირება მოახდინა 9,6 ათას შეტყობინებაზე.

ლომჯარიას განცხადებით, გაზაფხულზე რეაგირებების რაოდენობა იზრდება და თავის მაქსიმუმს მაისში აღწევს, შემდეგ ისევ მცირდება. ეს დაკავშირებულია ნაშიერების დაბადების აქტიურ პერიოდთან. როცა შობადობის პერიოდი მცირდება, იკლებს მომართვიანობის რაოდენობაც.

„აამოქმედე კანონი, დაიცავი დაიცველი!“ - აქცია ვაკის პარკში - Sputnik საქართველო
„აამოქმედე კანონი, დაიცავი დაუცველი!" — ცხოველთა დამცველების აქცია ვაკის პარკში

მისი განცხადებით, სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად მაშველების გადამზადება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდა. ისინი შველიან გაჭირვებაში მყოფ ცხოველებს.

მაშველების ნაწილმა, ლომჯარიას განცხადებით, გადამზადება გაზაფხულსა და ზაფხულში გაიარა. ამჟამად მიმდინარეობს მეორე ნაწილის გადამზადება სიმაღლეზე და წყალში ოპერაციების ჩატარების მიმართულებით. რამდენიმე ცხოველი მტკვრიდან ამოიყვანეს.

ლომჯარიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, დაუკავშირდნენ სააგენტოს იმ შემთხვევაში, თუ ნახავენ ცხოველებს საჭდის, ანუ ე.წ. ბირკის გარეშე.

„ჩვენ ვატარებთ კასტრაციასა და ცოფის საწინააღმდეგო აცრას. ამის შემდეგ მოქალაქეები თავს უფრო მეტად უსაფრთხოდ გრძნობენ, ვიდრე მაშინ, როცა ხედავენ ცხოველს საიდენტიფიკაციო ნიშნის გარეშე", – აღნიშნა ლომჯარიამ.

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 2015 წლის 1 იანვარს შეიქმნა. მისი ამოცანაა უპატრონო ცხოველების პოპულაციის კონტროლი დედაქალაქის ტერიტორიაზე, მოსახლეობის დაცვა აგრესიული ცხოველებისგან, გარემოს შექმნა ადამიანებისა და ცხოველების თანაარსებობისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0