უცნაური და ორიგინალური ექსპორტი საქართველოდან

© Sputnik / Alexander Imedashviliტანსაცმლის თაროები ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში
ტანსაცმლის თაროები ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუნამოები, სხეულის ნაწილები და Second-hand – საქართველოს უცხოეთში ეს პროდუქციაც გააქვს.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ექსპორტის ყველაზე გავრცელებული პროდუქტების გარდა, როგორებიცაა სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები და მსუბუქი ავტომობილები, საქართველოს ექსპორტზე გააქვს სხვა მრავალი პროდუქცია, რომელთა შორის შეიძლება შევხვდეთ უჩვეულო პროდუქტებსაც.

Sputnik-საქართველო" გთავაზობთ ექსპორტის ყველაზე უჩვეულო, ორიგინალურ პროდუქციას.

ბიუსტჰალტერები

მიუხედავად იმისა, რომ ბიუსტჰალტერი საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში არაა, მისი გატანა საქართველოდან ყოველწლიურად იზრდება.

ქვეყნიდან პირველ ცხრა თვეში ექსპორტზე გაიტანეს დაახლოებით 1,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ეს ქალის თეთრეული, მაშინ, როცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით 1,2 მლნ დოლარი, ხოლო 2016 წელს – 124,8 ათასი დოლარი.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველო წარმატებით ვაჭრობს: საგარეო ბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა

მეორადი ტანსაცმელი

ქართული ექსპორტის კიდევ ერთი უჩვეულო პროდუქციაა ნახმარი ტანსაცმელი. პირველ ცხრა თვეში საქართველოდან გაიტანეს 342,6 ათასი დოლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი.

2017 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 717,2 ათას დოლარს, ხოლო 2016 წელს – 419,9 ათას დოლარს.

სუნამო და ტუალეტის წყალი

საქართველოს ექსპორტისთვის ასევე უჩვეულოა სუნამოებისა და ტუალეტის წყლის გატანა. იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოდან ეს პროდუქცია გავიდა 4,3 მლნ დოლარის ღირებულებისა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა დაახლოებით 5,2 მლნ დოლარს, ხოლო 2016 წელს – დაახლოებით 4,3 მლნ დოლარს.

საბნები

ბოლო დროს იზრდება ასევე საბნების ექსპორტი. მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყანამ ექსპორტზე გაიტანა 268,3 ათასი დოლარის ღირებულების საბნები; გასულ წელს - 219,7 ათასი დოლარის, ხოლო 2016 წელს - 21,2 ათასი დოლარის ღირებულების.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
საქართველომ წელს ექსპორტზე 60 მილიონამდე ბოთლი ღვინო გაიტანა

სხეულის ხელოვნური ნაწილები

ასევე იზრდება საქართველოდან სხეულის ხელოვნური ნაწილების ექსპორტი, გარდა კბილებისა და სახსრებისა. 2018 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველომ ექსპორტზე გაიტანა 3,5 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ეს პროდუქცია.

ეს მაჩვენებელი 2017 წელს 1,6 მლნ დოლარი იყო, ხოლო 2016 წელს - 1,2 მილიონ დოლარზე მეტი.

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 9,1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედაგებით 20,8%-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტი საქართველოდან გაიზარდა 25,7%-ით და 2,4 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. საქართველოში 2018 წლის პირველ ცხრა თვეში შემოიტანეს თითქმის 6,7 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც გასული წლის იანვარ-სექტემბრთან შედარებით 19,1%-ით მეტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0