ღვინის ექსპორტი საქართველოში

გამოწერა

2018 წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველოდან 60 მლნ ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინო გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია.
საქართველომ 53 ქვეყანაში 142 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა. შესაბამისად, შემოსავალი 22%-ით გაიზარდა.

ლიდერი ქვეყნების ხუთეულში შედიან რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი.

ექსპორტირებულ ღვინოებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს "ქინძმარაული", "მუკუზანი", "წინანდალი", "ახაშენი" და "ხვანჭკარა".

ყველა ახალი ამბავი
0