მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა

© photo: Georgian Judo Federation / FBქართველი ძიუდოისტი გელა ზაალიშვილი
ქართველი ძიუდოისტი გელა ზაალიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ახალგაზრდა ნაკრების ძიუდოისტებმა იაპონიაში ხუთი მედალი მოიპოვეს - ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა გელა ზაალიშვილმა ნასაუში (ბაჰამის კუნძულები) მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრების ფინალში 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ზაალიშვილმა ავსტრიელ სტეფან ჰეგაის იპონით მოუგო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირის ოთხივე შერკინება იპონით მოიგო.

კიდევ ერთი - ბრინჯაოს მედალი ინდივიდუალური შეჯიბრების დასკვნით დღეს საქართველოს აქტივს ონისე სანებლიძემ შემატა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში სანებლიძემ კანადელ შედი ელნასს აჯობა.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო
ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონია

ამგვარად, ნასაუში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძიუდოისტებმა ხუთი მედალი მოიპოვეს - ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს. მანამდე ჩემპიონი გახდა ლაშა ბექაური (-90 კგ), მესამე ადგილი დაიკავეს ლუკა მაისურაძემ (-81 კგ) და ჯაბა პაპინაშვილმა (-60 კგ).

ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა ჭაბუკთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. პირველზე იაპონელი ძიუდოისტები არიან. „ამომავალი მზის“ ქვეყნის წარმომადგენლებმა ნასაუში ცხრა მედალი მოიპოვეს (2-4-3). მესამე ადგილზე იტალიელები არიან, რომელთა ანგარიშზე უმაღლესი სინჯის ორი მედალია.

მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით დღეს ჯილდოები გუნდურ პირველობაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე საფრანგეთის გუნდი გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0