ნავთლუღში ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარია

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, მოსკოვის გამზირზე ხანძარია, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ტრაგედია ხულოში: ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. უწყების ცნობით, კერამიკის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე საბურავები და შესაფუთი მასალა, ე.წ. პენოპლასტი იწვის.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 100 კვ. ფართი. ამ ეტაპზე  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მუშაობს სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0