აზერბაიჯანი თავისი ავტომობილების გასაღებას საქართველოში გეგმავს

© photo: Press Service of the Ministry of Economy of ARაზერბაიჯანში გამოშვებული Khazar SD-ის მარკის ავტომობილები
აზერბაიჯანში გამოშვებული Khazar SD-ის მარკის ავტომობილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
ავტომობილების გამოშვება ემსახურება აზერბაიჯანში შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ექსპორტის გაზრდას

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. აზერბაიჯანი მართავს მოლაპარაკებებს და სწავლობს საქართველოს და რუსეთის ბაზრების შესაძლებლობებს Khazar SD-ის მარკის ავტომობილების ექსპორტისთვის, რომლებსაც ნეფთჩალის სამრეწველო კვარტალში აწარმოებენ, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

„ახლახან სს AzerMash-ის და Iran Khodro-ს ერთობლივი წარმოების ავტომობილები მოსკოვში გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. უცხოელი პარტნიორებისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. Khazar SD-ს მარკის ავტომობილები წარმოადგენენ იმ სამუშაოს ლოგიკურ შედეგს, რომელიც მრეწველობის განვითარების დარგში შესრულდა და ახლა რუსულ და ქართულ ბაზრებზე მათი რეალიზაციის შესაძლებლობების შესწავლა ხორციელდება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მოძრაობა თბილისში - Sputnik საქართველო
დღეიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების მესამე ეტაპი ამოქმედდა

აღსანიშნავია, რომ ნეფთჩალის ავტოქარხნის პროდუქციას, კერძო პირების გარდა, იძენენ აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურებიც.

ავტოქარხნის ამოქმედების ცერემონია და პირველი სატრანსპორტო საშუალების აწყობა გაიმართა 2018 წლის 29 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის და ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის მონაწილეობით. ნეფთჩალის სამრეწველო პარკში სს AzerMash-ის და Iran Khodro-ს მიერ ერთობლივად აშენებული ქარხნის ღირებულება 15 მილიონ დოლარს შეადგენს ((75% —AzerMash-ის წილი და 25% — Iran Khodro-ს).

ყველა ახალი ამბავი
0