8 წლის ბავშვი უფლისციხეში კლდიდან გადავარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული ბავშვი ესტონეთის მოქალაქეა

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. უფლისციხეში 8 წლის ბავშვი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდიდან 8 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა რუსთავში - Sputnik საქართველო
რუსთავში აფეთქება მოხდა - 12 დაშავებულია, მათ შორის 5 ბავშვი

დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში კვლევები უტარდება.

ექიმის განცხადებით, ბავშვს თავის არეში დაზიანება და დაჟეჟილობები აღენიშნება.

ვინაიდან კლინიკას ბავშვთა ქირურგი არ ჰყავს, კატასტროფის პედიატრიული ბრიგადა დაშავებულს თბილისში იაშვილის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანს.

ბავშვი ესტონეთის მოქალაქეა.

ყველა ახალი ამბავი
0